top of page

საუბრები მორფოლოგიაზე

  • Writer: Student Scientific Society  after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
    Student Scientific Society after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
  • Sep 26, 2021
  • 1 min read

Updated: Oct 26, 2021

აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზაციით საფუძველი ეყრება სამეცნიერო სიმპოზიუმების სერიას. პირველი სიმპოზიუმი ეძღვნება აკად. ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას, პროექტით სახელწოდებაზე „საუბრები მორფოლოგიაზე“. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტებს. მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო ჟიურის მიერ შერჩეული 5 მომხსენებელი. გაიმართება წინასწარი მოსმენა, რის შედეგადაც შეფასდება შემოსული აბსტრაქტების სამეცნიერო ხარისხი და კვლევის მასშტაბი, ნაშრომი აგრეთვე შეფასდება პლაგიატზე. შეფასების პროცესში გამოყენებული იქნება სპეციალური კრიტერიუმები (იხილეთ კრიტერიუმები ქვემოთ)

აბსტრაქტები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
ადამიანის მორფოლოგია და პათოლოგია
  • ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია და ციტოლოგია;

  • კლინიკური ანატომია;

  • ქირურგიული ანატომია;

  • ციფრული (Digital) ანატომია;

  • შედარებითი ანატომია;

  • კლინიკური პათოლოგია, ციტოპათოლოგია, ჰისტოპათოლოგია, მოლეკულური პათოლოგია, იმუნოჰისტოქიმია.

  • ემბრიოლოგია და განვითარების ბიოლოგია;

  • ანთროპოლოგია;

  • ნეირომეცნიერებები; სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა : 30 ოქტომბერი, 2021. კონფერენციის ჩატარების თარიღი: 8 ნოემბერი, 2021. კონფერენციასთან დაკავშირებული სხვა დეტალები განთავსდება ეტაპობრივად.


გაიარეთ რეგისტრაცია ჩვენს გვერდზე: რეგისტრაცია დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ssstsumd@tsu.ge




コメント


bottom of page