top of page

პირველი დახმარების ტრენინგი

  • Jul 24, 2021
  • 1 min read

Updated: Jul 24, 2021

ტრენინგი ორგანიზებულია აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და სამედიცინო ცენტრ MediClubGeorgia-ს ორგანიზები




თსუ მედიცინის ფაკულტეტის, აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საბაზისო მედიცინის დეპარტამენტისა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბ ჯორჯია“-ს ორგანიზებით გაიმართება ,,პირველი დახმარების ტრენინგი“. ტრენინგი მოიცავს ორ სესიას:

  • აბიტურიენტებისთვის - 27 ივნისი, 11:00 სთ;

  • სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (მედიცინის ფაკულტეტის გარდა) - 4 ივლისი, 11:00 სთ.

თითო სესიის ხანგრძლივობა 4-5 საათი.

ტრენინგი ჩატარდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით. დამსწრეთა რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია - თითო სესიაზე დაშვებულია მხოლოდ 10 მონაწილე. ტრენინგში მონაწილე პირებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ტრენინგი უფასოა.


ტრენინგს წარუძღვება: ნინო აგლაძე - მედიცინის დოქტორი,

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური და კვლევითი უნარ-ჩვევების კათედრა

  • ამერიკის გულის ასოციაციის ტრენერი

  • ამერიკის ქირურგთა კოლეგიის ტრენერი

ტრენინგი მიზნად ისახავს აბიტურიენტებსა და სტუდენტებში პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებას; ადეკვატური პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას დაზარალებულისთვის. ასევე, აბიტურიენტებში ინტერესის გაღვივებას თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის შესახებ.

ტრენინგი მოიცავს პირველი დახმარების ძირითად საკითხებს:

  • პირველი დახმარების საფუძვლები

  • დაზარალებულის შეფასება შემთხვევის ადგილზე

  • უსაფრთხო მდებარეობა

  • გულ-ფილტვის რეანიმაცია

  • პირველი დახმარება სასუნთქი გზების დახშობის დროს

  • სისხლდენები და მათი შეჩერების მეთოდები

  • კიდურების ტრავმული დაზიანებები, იმობილიზაციის მეთოდები

  • პირველი დახმარება დამწვრობის დროს

  • სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობები (გულის წასვლა, ინსულტი, გულის შეტევა, კრუნჩხვა, დიაბეტი და ანაფილაქსია)


გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია გვერდზე - რეგისტრაცია


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

TEL: 571 11 10 14 (გვანცა გამცემლიძე),

558 53 73 80 (პინილოპა სავიდი).

תגובות


bottom of page