top of page

კოვიდ-19 - გამოწვევები და გლობალური გამოცდილება

  • Writer: Student Scientific Society  after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
    Student Scientific Society after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
  • Sep 30, 2021
  • 2 min read

2021 წლის 5 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით ონლაინ გაიმართება: მრგვალი მაგიდის დისკუსია - „კოვიდ-19 - გამოწვევები და გლობალური გამოცდილება“.

რა არის აღნიშნული დისკუსიის გამართვის მიზანი:

  1. COVID-19-ის ირგვლივ არსებული უახლესი ინფორმაციის მიღება, გავრცელება, გამოწვევების შესწავლა და პანდემიის შესახებ აქტუალური საკითხების გარშემო გლობალური გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება;

  2. თითოეული სტუდენტისა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ,,მრგვალი მაგიდის დისკუსიის’’ ფორმატის მქონე პროექტებში;

  3. სტუდენტებისა და მომავალი მეცნიერებისათვის სამეცნიერო ნაშრომის შექმნის საფუძვლებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება;

  4. მეცნიერების, ექიმების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების/მაგისტრანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე;

  5. ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა, ისეთი მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება, როგორებიცაა: ნაშრომის შექმნისას სანდო, ობიექტური და საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო წყაროების გამოყენება (PubMed, WebofScience, Ovid, ScienceDirect, Scopus, CochraneLibrary, GoogleScholar და ა. შ), ასევე, აკადემიური კეთილსინდისიერების, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის საგანმანათლებლო, კვლევითი, შემეცნებითისაქმიანობის და მისი შედეგებისადმი პატივისცემის პრინციპების, აგრეთვე, პიროვნების კანონიერი ინტერესების, ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა.

დისკუსიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის მედიცინისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს, რეზიდენტებსა და ექიმებს.

წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, მაქსიმალურად აკადემიური და ხარისხიანი. აუცილებელია მასალები მოიპოვოთ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო ბაზებიდან, როგორებიცაა: PubMed, WebofScience, Ovid, ScienceDirect, Scopus, CochraneLibrary, GoogleScholar და ა. შ. მასალა უნდა გაფორმდეს ლიტერატურული მიმოხილვის სტრუქტურით (სურ. ‘’ლიტერატურული მიმოხილვა“, სურ. ‘’გამოყენებული ლიტერატურა“, სურ. ‘’ნაშრომის შესრულების სტანდარტები N1’’, ‘’ნაშრომის შესრულების სტანდარტები N2’’).


რეგლამენტი:

  • მოხსენების ფორმა - ზეპირი.

  • სამუშაო ენა - ქართული/ინგლისური

  • მოხსენება - 10 წუთი

  • დისკუსია - 5 წუთი

თანაავტორთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, პრეზენტატორთა რაოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს ერთს.

ღონისძიების პარტნიორი: აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი.

წარმოდგენილი მასალები განიხილება აკად. ფ. თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტის მიერ, რის შემდეგაც, შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და სიმბოლურ საჩუქრებს

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზენტაციის სახით (პრეზენტაცია შესრულებული უნდა იყოს Microsoft PowerPoint, Prezi ან სხვა პროგრამაში).



მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომების აბსტრაქტები უნდა გამოაგზავნონ: roundtable.ssstsumd@gmail.com


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

  • 595 99 50 53 (გიორგი ჭკადუა)

  • 577 42 41 76 (მარიამ სოსელია)

  • giorgi.tchkadua537@med.tsu.edu.ge

  • mariami.soselia298@med.tsu.edu.ge


მასალების მიღების ბოლო ვადა: 10.11.2021 წ.






Comments


bottom of page