''საუბრები მორფოლოგიაზე'' ჩატარდა
- Student Scientific Society after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
- Nov 15, 2021
- 1 min read
2021 წლის 15 ნოემბერს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი - ,,საუბრები მოფროლოგიაზე'' თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა.
,,საუბრები მორფოლოგიაზე'' მიეძღვნა აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის ხსოვნას. მისივე სახელობის მედლით დაჯილდოვდა პროფესორი დიანა ძიძიგური.
პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით სიმპოზიუმს შეზღუდული რაოდენობით დამსწრე ჰყავდა. მათ, ვისაც სურდა სიმპოზიუმზე დასწრება შეეძლოთ Zoom meeting-ის საშუალებით დასწრებოდნენ ღონისძიებას.
სიმპოზიუმზე მონაწილეებმა წარმოადგინეს მათი ნამუშევრები (იხილეთ ქვემოთ).

Comments