დოქტორანტურის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება
- Student Scientific Society after Acad. Fridon Todua TSU faculty of Medicine
- Dec 3, 2021
- 1 min read
აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების დოქტორანტურის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობა სამეცნიერო კვლევით პროექტებში. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი დეპარტამენტი ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტები მზად არიან, ჩართონ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები თავიანთ სამეცნიერო კვლევებში და წვლილი შეიტანონ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების სამეცნიერო და კლინიკური კუთხით განვითარებაში. აღნიშნული პროექტი სტუდენტს საშუალებას აძლევს განავითაროს მეცნიერული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მიიღოს საინტერესო და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საერთაშორისოდ აღიარებული სამეცნიერო წყაროებიდან და რაც მთავარია, გახდეს სტატიის თანაავტორი.
სტუდენტს შეუძლია შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა:
"მულტიპარამეტრულ მაგნიტურ- რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემების ანალიზი პროსტატის კიბოს Pi rads დიაგნოსტიკაში და მისი კოლერაცია გლისონის შკალასთან." სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრის დოქტორანტი - ციცინო აბაკელია. ხელმძღვანელი - სოფიო კახაძე.
იმისათვის, რომ სტუდენტი ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში:
პირველ ეტაპზე უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა:
მეორე ეტაპზე იქნება გასაუბრება;
რა ევალება სტუდენტს:
დაეხმაროს დოქტორანს, რომ წყაროები იყოს ფაქტებზე დაფუძნებული (Evidence-Based), მაქსიმალურად აკადემიური და ხარიხიანი;
სტუდენტს უნდა შეეძლოს მუშაობა ისეთ სამეცნიერო ბაზებზე, როგორიც არის : PubMed, Web of Science, Science Direct, Cochrane Library… ;
დაეხმაროს დოქტორანტს ლიტერატურულ მიმოხილვაში ( ეს ძალიან დაეხმარება სტუდენტს ლიტერატურული მიმოხილვის ტექნიკის ათვისებაში, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში)
ასევე მონაწილეობას მიიღებს კვლევის ამოცანების/მიზნების განხორციელებაში;
სტუდენტმა უნდა აწარმოოს პორტფოლიო 3 კვირაში ერთხელ განხორციელებული სამუშაოს შესახებ.
აუცილებელია:
სტუდენტი იყოს მინიმუმ IV სემესტრელი;
ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
სტუდენტისა და დოქტორანტის ურთიერთთანამშრომლობა სრულიად დამოკიდებულია მათ შეთანხმებაზე და მოიცავს პერიოდულად დისტანციურ ან კლინიკურ ბაზაზე მისვლას.
იმისათვის, რომ შეავსოთ განცხადება, გთხოვთ გადახვიდეთ სარეგისტრაციო გვერდზე.
გისურვებთ წარმატებებს!
Comentarios